ტრამპი: ორბანს არჩევნებში ჩემი სრული მხარდაჭერა აქვს, ევროპაში ეს მხარდაჭერა ყველას არ მოსწონს, მაგრამ ნორმალურია
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, „მშვიდობის საბჭოს“ სხდომაზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს არჩევნებში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, ეს მხარდაჭერა ევროპელებს არ მოსწონთ.
„უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ორბანს არჩევნებში ჩემი სრული მხარდაჭერა აქვს. ევროპაში ეს მხარდაჭერა ყველას არ მოსწონს, მაგრამ ეს ნორმალურია. ის წარმოუდგენელ სამუშაოს ასრულებს. მან წარმოუდგენელი სამუშაო გასწია მიგრაციის საკითხში, განსხვავებით იმ ზოგიერთი ქვეყნისგან, რომლებმაც საკუთარ თავს ზიანი მიაყენეს.
მინდა გაცნობოთ, რომ თქვენ გაქვთ ჩემი სრული მხარდაჭერა და მე ამას ვაქვეყნებ. ეს მანამდეც გავაკეთე და კიდევ ვაკეთებ თქვენ არჩევნების მოახლოებასთან ერთად. ვფიქრობ, რომ კარგად უნდა იყოთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა და ვიქტორ ორბანს საბჭოს პირველ სხდომაზე დასწრებისთვის მადლობა გადაუხადა.
Trump to Orbán:
— Clash Report (@clashreport) February 19, 2026
You have my complete and total endorsement.
I am putting it out again. pic.twitter.com/3aYbVcGk0a