Loading data...
ტრამპი: ორ კვირაში გავიგებთ, იქნება თუ არა მშვიდობა უკრაინაში

მსოფლიო მომდევნო ორ კვირაში გაიგებს, დასრულდება თუ არა ომი უკრაინაში, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

მან, ასევე, დასძინა, რომ შესაძლოა, სხვადასხვა ტაქტიკის გამოყენება მოუწიოს ორივე მხარის მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად.

„ორ კვირაში გავიგებთ, იქნება თუ არა მშვიდობა უკრაინაში. ამის შემდეგ, შესაძლოა, ტაქტიკის შეცვლა მოგვიწიოს“, - განაცხადა ტრამპმა.

ამერიკელმა ლიდერმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ განაცხადა: „ზელენსკი ძალიან კარგად გამოიყურებოდა [ვაშინგტონში შეხვედრაზე]. ის მთელი ძალით იბრძვის. ეს რთული ომია“.