1761545588
უცხოეთი
ტრამპი ოფიციალური ვიზიტით იაპონიაში გაემგზავრა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მალაიზიაში ვიზიტის დასრულების შემდეგ იაპონიაში გაემგზავრა. ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„ვტოვებთ მალაიზიას - შესანიშნავ და ძალიან დინამიკურ ქვეყანას. ხელი მოვაწერეთ სავაჭრო ხელშეკრულებებს, შეთანხმებას იშვიათი წიაღისეულის შესახებ, ხოლო გუშინ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხელი მოვაწერეთ ტაილანდსა და კამბოჯას შორის სამშვიდობო ხელშეკრულებას. არავითარი ომი! მილიონობით გადარჩენილი ადამიანი. დიდი პატივია, რომ ეს გავაკეთეთ. ხოლო ახლა იაპონიაში მივემგზავრებით“, - აცხადებს ტრამპი.