ტრამპი ნორვეგიის მიერ „მშვიდობის საბჭოს“ მასპინძლობაზე: როდესაც წავიკითხე ფრაზა „მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ნორვეგია...“, მეგონა, რომ ნობელის პრემიას მაძლევენ, როგორც იქნა, მიხვდნენ
ნორვეგიის მიერ „მშვიდობის საბჭოს“ მასპინძლობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ თავდაპირველად სიახლე სხვაგვარად გაიგო.
ტრამპის თქმით, როდესაც წაიკითხა ფრაზა - „მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ნორვეგია...“, მისი პირველი ფიქრი ნობელის პრემიას უკავშირდებოდა.
„მეგონა, აპირებდნენ ეთქვათ, რომ ნობელის პრემიას მაძლევენ.
ოჰ, ეს ნაკლებად ამაღელვებელია. ოჰ. აქ წერია: „მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ნორვეგია...“, მე კი ვამბობ: „ოჰ, მშვენიერია, ნობელის პრემიას ვიღებ! როგორც იქნა, როგორც იქნა, მიხვდნენ“.
მაგრამ მე ეს არ მადარდებს. არ მაინტერესებს ნობელის პრემია. მე ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა მადარდებს, უბრალოდ რომ იცოდეთ“, - აღნიშნა ტრამპმა.
Trump:
— Clash Report (@clashreport) February 19, 2026
I’m excited to announce that Norway has agreed to host an event bringing together the Board of Peace.
Oh, I thought when I saw this note — “I’m excited to announce that Norway” — I thought they were going to say that they’re giving me the Nobel Prize.
Oh, this is less… pic.twitter.com/Ue0FOyTlGC