Loading data...
ტრამპი: ნატომ, ევროპამ უკრაინისთვის უნდა იმუშაონ, ჩვენ არა, აშშ ძალიან შორსაა, ჩვენ დიდი, ლამაზი ოკეანე გვაშორებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინა ახსენა და აღნიშნა, რომ აშშ-სა და ევროპას შორის „დიდი, ლამაზი ოკეანეა“ და რომ აშშ-ს „ამასთან არაფერი აქვს საერთო“.

რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას ამერიკელმა ლიდერმა კვლავ განაცხადა, რომ ომი არ მოხდებოდა, იმ დროს პრეზიდენტი რომ ყოფილიყო და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2020 წლის აშშ-ის არჩევნები „გაყალბებული“ იყო.

პრეზიდენტმა იკითხა, რა მიიღო მისმა ქვეყანამ უკრაინაში ომის დასრულების მცდელობით, „გარდა სიკვდილისა, ნგრევისა და უზარმაზარი თანხების იმ ადამიანებისთვის გადარიცხვისა, რომლებიც არ აფასებენ იმას, რასაც ვაკეთებთ?“

„ვსაუბრობ ნატოზე, ევროპაზე. მათ უკრაინისთვის უნდა იმუშაონ. ჩვენ არა. შეერთებული შტატები ძალიან შორსაა. ჩვენ დიდი, ლამაზი ოკეანე გვაშორებს. ჩვენ ამასთან არაფერი გვაქვს საერთო“, - განაცხადა ტრამპმა.