1792487824
უცხოეთი
ტრამპი: მსოფლიოს 59 ქალაქშია ტრიუმფალური თაღი, პარიზის ტრიუმფალური თაღი ალყაშია მოქცეული რადიკალი მემარცხენეების მიერ - ჩავთვალოთ, რომ დარჩენილია მხოლოდ 58
აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე წერს, რომ რადიკალი მემარცხენეების მიერ საფრანგეთის ტრიუმფალური თაღი ალყაშია მოქცეული.
თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ამის გათვალისწინებით შეიძლება ჩაითვალოს, რომ მსოფლიოს ქალაქებში არსებული 59 ტრიუმფალური თაღიდან მხოლოდ 58-ია დარჩენილი.
„მსოფლიოს 59 ქალაქშია ტრიუმფალური თაღები. ვაშინგტონი ერთადერთია, რომელსაც ეს თაღი არ აქვს. რადგან პარიზის ტრიუმფალური თაღი ალყაშია მოქცეული რადიკალი მემარცხენეების მიერ, რომლებმაც ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს, ჩავთვალოთ, რომ დარჩენილია მხოლოდ 58 თაღი“, - აცხადებს ტრამპი.