1771565729
უცხოეთი
ტრამპი მშვიდობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად თავის სიძეს ჯარედ კუშნერს დანიშნავს - Politico
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გეგმავს თავისი სიძე ჯარედ კუშნერი, მშვიდობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნოს. ამის შესახებ Politico იტყობინება.
როგორც ტრამპმა „მშვიდობის საბჭოს“ პირველ სხდომაზე აღნიშნა, კუშნერი ახალი დიპლომატიური შეთანხმებების შუამავლობაზე გაამახვილებს ყურადღებას.
„ის ძალიან ჭკვიანი ბიჭია. ჩვენ ჯარედს მშვიდობის ელჩად დავნიშნავთ. ისინი {ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი} მშვიდობის ელჩები არიან“, - აცხადებს ტრამპი.
ინფორმაციისთვის, კუშნერი დონალდ ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს თეთრ სახლში უფროსი მრჩევლის თანამდებობას იკავებდა.