Loading data...
ტრამპი მოუწოდებს ევროკავშირს, რომ ჩინეთისა და ინდოეთის საქონელზე 100%-იანი ტარიფები დააწესოს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოუწოდა ევროკავშირს, რომ ჩინეთის და ინდოეთის საქონელზე 100%-იანი საბაჟო გადასახადები დააწესოს. ტრამპის თქმით, ეს უნდა იყოს ვლადიმერ პუტინის მშვიდობისთვის იძულების ღონისძიებების ნაწილი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ტრამპის ეს მოთხოვნა აშშ-ის და ევროკავშირის ოფიციალური პირებს შეხვედრაზე იყო გაჟღერებული, რომელზეც რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის საკითხები განიხილებოდა.

რუსეთის მიერ კიევზე და უკრაინის სხვა ქალაქებზე წინა დღეებში განხორციელებული მასირებული საჰაერო იერიშის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ ის სიტუაციით უკმაყოფილოა და კრემლს მკაცრი სანქციებით დაემუქრა. ასევე მან თქვა, რომ რამდენიმე დღეში ის ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს გეგმავს.