1795063794
უცხოეთი
ტრამპი: მოუთმენლად ველი სი ძინპინსა და ვლადიმერ პუტინთან ისტორიულ სამმხრივ შეხვედრას
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებთან სამმხრივ, ისტორიულ შეხვედრას მოუთმენლად ელის.
მოუთმენლად ველი დღეს, მოგვიანებით, პრეზიდენტ სიძინპინსა და პრეზიდენტ პუტინთან ისტორიულ სამმხრივ შეხვედრას, რათა განვიხილოთ სამივე მხარისთვის არსებული უფრო მეტი შესაძლებლობები”, - აღნიშნა ტრამპმა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტზე.
ინფორმაციისთვის, 19 ნოემბერს ჩინეთში, ქალაქ შენჟენში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტი გაიმართება.