ტრამპი: მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ერდოღანთან თანამშრომლობას, რათა დავასრულოთ უაზრო, მაგრამ სასტიკი ომი რუსეთსა და უკრაინას შორის

თეთრი სახლის ლიდერის დონალდ ტრამპის განცხადებით, თავის თურქ კოლეგა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან „ძალიან კარგი“ და „პროდუქტიული“ სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
ტრამპის თქმით, მოუთმენლად ელოდება ერდოღანთან თანამშრომლობას, რათა რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდეს.
„თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანთან ძალიან კარგი და პროდუქტიული სატელეფონო საუბარი მქონდა მრავალ თემაზე, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომზე, სირიაზე, ღაზასთან დაკავშირებულ საკითხებზე და სხვა.
პრეზიდენტმა მიმიწვია მომავალში თურქეთში და ის ასევე ჩამოვა ვაშინგტონში. პრეზიდენტობის ოთხი წლის განმავლობაში ჩემი ურთიერთობა პრეზიდენტ ერდოღანთან შესანიშნავი იყო. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით მრავალ საკითხზე.
მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ერდოღანთან თანამშრომლობას, რათა დავასრულოთ უაზრო, მაგრამ სასტიკი ომი რუსეთსა და უკრაინას შორის - ახლავე!“, - წერს ტრამპი.