Loading data...
ტრამპი მოჯტაბა ხამენეიზე: არ მჯერა, რომ მას მშვიდობიანად ცხოვრება შეუძლია

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოჯტაბა ხამენეი „მშვიდობიან ცხოვრებას“ შეძლებს. 

„მე არ მჯერა, რომ მას მშვიდობიანად ცხოვრება შეუძლია“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა

როგორც „სიენენი“ წერს, გაურკვეველი იყო, თუ რას გულისხმობდა ზუსტად ტრამპი, თუმცა პრეზიდენტმა არაერთხელ გამოთქვა იმედგაცრუება არჩევანის გამო და მოითხოვა აშშ-ის მონაწილეობა ქვეყნის შემდეგი ლიდერის არჩევაში.

„იმედგაცრუებული ვიყავი, რადგან გვჯერა, რომ ეს მხოლოდ გააუარესებს ქვეყანაში არსებულ პრობლემას. ამიტომ, მათი არჩევანით იმედგაცრუებული ვარ“, - აცხადებს დონალდ ტრამპი.