Loading data...
ტრამპი: მჯერა, დავოსში მოგზაურობა ძალიან წარმატებული იქნება, წარმოდგენა არ მაქვს, რა მოხდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ იცის, რას უნდა ელოდოს შვეიცარიის ქალაქ დავოსში ვიზიტისგან, სადაც ის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება და გლობალურ ლიდერებთან შეხვედრას გეგმავს.

„დავოსში მივდივარ. მჯერა, რომ ეს მოგზაურობა ძალიან წარმატებული იქნება. ეს საინტერესო მოგზაურობა იქნება, წარმოდგენა არ მაქვს, რა მოხდება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპი ექვსი წლის შემდეგ პირველად ესწრება მსოფლიოს ეკონომიკური და პოლიტიკური ლიდერების ყოველწლიურ შეხვედრას.

მანამდე, ტრამპმა განაცხადა, რომ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლა და ასევე რამდენიმე შეხვედრა აქვს დაგეგმილი, მათ შორის გრენლანდიასთან დაკავშირებით.