Loading data...
ტრამპი: მირჩევნია, ირანთან შეთანხმებას მივაღწიოთ, რადგან ადამიანების დახოცვა არ მსურს, მაგრამ რაღაც მომენტში მოგვიწევს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან დიპლომატიური გზით კონფლიქტის დასრულების მომხრეა. 

როგორც Reuters-ი იტყობინება, ლას-ვეგასში გამართულ მიტინგზე მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ ადამიანების დახოცვა არ სურს.

„მირჩევნია, შეთანხმებას მივაღწიოთ, რადგან ადამიანების დახოცვა არ მსურს, მაგრამ რაღაც მომენტში მოგვიწევს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, ტრამპის თქმით, შეერთებული შტატები მზად იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური შეტევის განსახორციელებლად, თუმცა შემდეგ მას თხოვნით დაუკავშირდნენ და ეს გაითვალისწინა. 

„ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვიყავით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური შეტევის განსახორციელებლად. შემდეგ დამიკავშირდნენ და მითხრეს - „გთხოვთ, ნუ გააკეთებთ ამას. მოდით, ვისაუბროთ“. მოგვიანებით კი განაცხადეს - „ჩვენ ასეთი რამ არასოდეს გვითქვამს“, - დასძინა ტრამპმა.