1744263551
უცხოეთი
ტრამპი: მინდა, რომ ირანი აყვავებული იყოს, ერთადერთი, რაც მათ არ შეიძლება ჰქონდეთ, ეს არის ბირთვული იარაღი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს ირანის აყვავება, მაგრამ ის არ დაუშვებს თეირანს ჰქონდეს ბირთვული იარაღი.
ტრამპის თქმით, აშშ არ დაუშვებს ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს.
„ჩვენ არ მივცემთ უფლებას მათ ჰქონდეთ ბირთვული იარაღი. მინდა, რომ ირანი აყვავებული იყოს. მინდა, რომ ირანი დიადი იყოს. ერთადერთი, რაც მათ არ შეიძლება ჰქონდეთ, ეს არის ბირთვული იარაღი. მათ ეს ესმით“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტი საჭიროების შემთხვევაში, ასევე, არ გამორიცხავს სამხედრო მოქმედებასაც ირანთან მიმართებით.
„თუ საჭირო იქნება სამხედრო მოქმედება, ჩვენ გვეყოლება სამხედროები. ისრაელი აშკარად იქნება ჩართული ამაში, ისინი იქნებიან ამის ლიდერი. მაგრამ არავინ გვიხელმძღვანელებს. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც გვინდა“.