ტრამპი: მიყვარს უნგრეთი და მიყვარს ვიქტორი, გახსოვდეთ, მან არ მისცა უფლება, თქვენი ქვეყანა შტურმით აეღოთ, თქვენს ქვეყანაში შეჭრილიყვნენ, როგორც ეს სხვებმა გააკეთეს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ Euractiv-ი იტყობინება.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა, რომელიც უნგრეთში ორბანის მხარდასაჭერ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობს, დონალდ ტრამპს დაურეკა და მისი განცხადება ორბანის მხარდამჭერებს მოასმენინა.
ბატონო პრეზიდენტო, თქვენ დაახლოებით ხუთი ათასი უნგრელი პატრიოტი გისმენთ და ვფიქრობ, მათ თქვენ ვიქტორ ორბანზე მეტადაც კი უყვარხართ“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპმა უნგრეთის პრემიერს შესანიშნავი ადამიანი უწოდა, განაცხადა, რომ მისი დიდი გულშემატკივარია. ტრამპის თქმით, შეერთებული შტატები ყოველთვის ორბანის გვერდითაა.
„მიყვარს უნგრეთი და მიყვარს ვიქტორი, შემიძლია, გითხრათ, რომ ის შესანიშნავი ადამიანია და ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა. ის თავის საქმეს აკეთებს. გახსოვდეთ, მან არ მისცა უფლება, რომ თქვენი ქვეყანა შტურმით აეღოთ, თქვენს ქვეყანაში შემოჭრილიყვნენ, როგორც ეს სხვებმა გააკეთეს და, გულწრფელად რომ ვთქვათ, თავიანთი ქვეყნები გაანადგურეს. მან თქვენი ქვეყანა კარგ მდგომარეობაში შეინარჩუნა, უნგრელი ხალხი ქვეყანაში დატოვა და შესანიშნავი საქმე გააკეთა. მინდა, გითხრათ, რომ ის ძალიან მომწონს. რომ არ ვფიქრობდე, კარგად მუშაობს, ასეთ ზარს არ განვახორციელებდი. როგორც ჩანს, დიდი შეკრებაა და ეს ისეთი ხალხია, როგორიც მე მომწონს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა ტელეფონით ჩართვის დროს.
JD Vance puts an annoyed Trump on speakerphone at a Viktor Orbán rally:
— Headquarters (@HQNewsNow) April 7, 2026
"Hi. JD, could you give me a second? I'm just... uh..." pic.twitter.com/nVpRmpTNYu