1764831505
უცხოეთი
ტრამპი მიიჩნევს, რომ პუტინს ომის დასრულება სურს, მაგრამ „ტანგოს საცეკვაოდ ორი ადამიანია საჭირო“
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მოსკოვში მის მომლაპარაკებლებს ისეთი შთაბეჭდილება დარჩათ, რომ რუსეთის პრეზიდენტს ომის დასრულება სურს, თუმცა, ამავდროულად, არ იცის შემდეგ რა მოხდება. ამის შესახებ მან ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც უცხოური მედია წერს, ტრამპმა პუტინთან თავისი დელეგაციის წარმომადგენლების შეხვედრას „კარგი“ უწოდა.
„პრეზიდენტ პუტინს კარგი შეხვედრა ჰქონდა ჯარედ კუშნერთან და სტივ უიტკოფთან. ვერ გეტყვით, რა გამოვა ამ შეხვედრიდან, რადგან ტანგოს საცეკვაოდ ორი ადამიანია საჭირო“, - აცხადებს დონალდ ტრამპი.
მისივე თქმით, უკრაინასთან ბევრი სამუშაო შესრულდა და ისინი კმაყოფილები იყვნენ.
ამასთან, თეთრი სახლის ლიდერმა დასძინა, პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, რუსეთ-უკრაინის ომის არასოდეს მოხდებოდა.