1768971777
უცხოეთი
ტრამპი: მე რომ არ გამოვჩენილიყავი, ნატო ახლა საერთოდ არ იარსებებდა, ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდებოდა, არცერთ პრეზიდენტს არ გაუკეთებია ნატოსთვის იმაზე მეტი, ვიდრე მე
მე რომ არ გამოვჩენილიყავი, ნატო ახლა საერთოდ არ იარსებებდა,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„არცერთ ადამიანს და არცერთ პრეზიდენტს არ გაუკეთებია ნატოსთვის იმაზე მეტი, ვიდრე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. მე რომ არ გამოვჩენილიყავი, ნატო ახლა საერთოდ არ იარსებებდა! ის ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდებოდა. სამწუხაროა, მაგრამ სიმართლეა“, - წერს დონალდ ტრამპი.