ტრამპი - მე მეფე ვარ
„მე მეფე ვარ“, – ასე მიმართა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის წევრებს ვაშინგტონში სიტყვით გამოსვლისას.
ტრამპის თქმით, Boeing-ის ისტორიაში ყველაზე მეტი თვითმფრინავი გაყიდა, ვიდრე ნებისმიერმა სხვამ.
ტრამპმა თქვა, რომ მან „წლის მოვაჭრის“ ჯილდოც დაიმსახურა.
„მე მეფე ვარ – მე დედამიწაზე ნებისმიერ ადამიანზე მეტი Boeing-ის თვითმფრინავი გავყიდე. მათ წლის მოვაჭრის ჯილდო მომცეს. ვთქვი, რას იტყვით გამყიდველებზე Boeing-ის ისტორიაში? მე ისტორიაში ნებისმიერ სხვა ადამიანზე გაცილებით მეტი Boeing-ის თვითმფრინავი გავყიდე“, – აღნიშნა ტრამპმა და დასძინა, რომ 1000-ზე მეტი თვითმფრინავი გაყიდა.
Trump: "I'm the king-- I have sold more Boeings than any human being on earth. They gave me an award -- salesman of the year. I said, what about salesman in the history of Boeing? I've sold more Boeing planes than any man in history by far." pic.twitter.com/qDuH8lfmCz
— Aaron Rupar (@atrupar) January 6, 2026