1756236981
უცხოეთი
ტრამპი: მე დიქტატორი არ ვარ, უბრალოდ ვიცი, როგორ ვებრძოლო დანაშაულს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის თავს დიქტატორად არ მიიჩნევს. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებას ABC News-ი ციტირებს.
ტრამპმა აღნიშნა, რომ მას „დიქტატორს“ უწოდებენ, თუმცა ის „დანაშაულს ებრძვის“.
„ამას ბევრი ადამიანი ამბობს, თუმცა მე დიქტატორი არ ვარ. უბრალოდ ვიცი, როგორ ვებრძოლო დანაშაულს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.