Loading data...
ტრამპი: მე 7 ომი დავასრულე, გაეროს მხრიდან სატელეფონო ზარიც კი არ მიმიღია დახმარების შემოთავაზებით

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მან შვიდი თვის განმავლობაში შვიდი ომი დაასრულა და არცერთ შემთხვევაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციას დახმარების მცდელობაც კი არ ჰქონია.

„მე 7 ომი დავასრულე. არცერთ პრეზიდენტს, არცერთ პრემიერ-მინისტრს, არცერთ ქვეყანას არასდროს გაუკეთებია მსგავსი რამ და მე ეს მხოლოდ შვიდ თვეში გავაკეთე. ეს აქამდე არასდროს მომხდარა. ჩემთვის დიდი პატივია ამის გაკეთება.

ძალიან ცუდია, რომ ამის კეთება გაეროს ნაცვლად მომიწია. და სამწუხაროა, რომ ყველა ამ შემთხვევაში გაეროს არც კი უცდია დახმარება. მე დავასრულე შვიდი ომი, ურთიერთობა მქონდა თითოეული ამ ქვეყნის ლიდერთან და არასდროს მიმიღია სატელეფონო ზარი გაეროდან შეთანხმების დასრულებაში დახმარების შეთავაზებით. 

გაეროსგან მხოლოდ ესკალატორი მივიღე, რომელიც შუაში გაჩერდა და შემდეგ სუფლიორი, რომელიც არ მუშაობდა“, - თქვა განაცხადა ტრამპმა. 

ასამბლეაზე ტრამპმა კითხვა დასვა -  მაშ, რა არის გაეროს დანიშნულება?

„გაეროს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა უმეტესწილად, ის ამ პოტენციალის რეალიზებასთან ახლოსაც კი ვერ მიდის. ომის დასრულება ცარიელი სიტყვებით შეუძლებელია“, - დასძინა ტრამპმა.