1772741225
უცხოეთი
ტრამპი - კუბაც დაეცემა
თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კუბაც დაეცემა. ამის შესახებ ტრამპმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ტრამპის თქმით, ირანის მთავრობა არ იქნება უკანასკნელი, რომელიც დაეცემა. ტრამპი ამბობს, რომ „კუბაც დაეცემა“.
„ჩვენ გადავუკეტეთ ყველანაირი ნავთობი, ყველანაირი ფული, ანუ გადავუკეტეთ ყველაფერი, რაც ვენესუელიდან შემოდიოდა, რაც ერთადერთი წყარო იყო. და მათ სურთ შეთანხმებაზე წამოსვლა“, - აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპმა ასევე დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები კონტაქტზეა კუბის კომუნისტურ ხელმძღვანელობასთან, რადგან ვენესუელის ლიდერის, ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ კუნძულზე არასტაბილური ვითარებაა.
„მათ დახმარება სჭირდებათ. ჩვენ კუბასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ“, - დასძინა დონალდ ტრამპმა.