Loading data...
ტრამპი: კუბა წარუმატებელი ქვეყანაა და მხოლოდ ერთი მიმართულებით - ქვევით - მიემართება! კუბა დახმარებას ითხოვს და ჩვენ საუბარს ვაპირებთ

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, კუბა მხოლოდ ერთი მიმართულებით - ქვევით - მიემართება და დახმარებას ითხოვს.

მისივე თქმით, აშშ კუბასთან მოლაპარაკებას გეგმავს.

„არცერთ რესპუბლიკელს არასდროს უსაუბრია ჩემთან კუბაზე, რომელიც წარუმატებელი ქვეყანაა და მხოლოდ ერთი მიმართულებით - ქვევით - მიემართება! კუბა დახმარებას ითხოვს და ჩვენ საუბარს ვაპირებთ!!! ამასობაში მე ჩინეთში მივდივარ!“, - წერს ტრამპი Truth Social-ში.