Loading data...
ტრამპი: ქრისტიანობა შესანიშნავი რამ არის ჩვენი ქვეყნისთვის - ჩვენი წარმატებები სწორედ ქრისტიანობასა და რელიგიას ეფუძნება, ამიტომ მე ამით ძალიან ვამაყობ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში გამართული ერთდღიანი სამლოცველო ღონისძიება შეაქო, რომელსაც ადმინისტრაციის ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. აღნიშნულის შესახებ „სიენენი“ იტყობინება. 

„ქრისტიანობა შესანიშნავი რამ არის ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენს მიერ მიღწეული წარმატებები ქრისტიანობასა და რელიგიაზეა დაფუძნებული, ამიტომ ამით ძალიან ვამაყობ“, - აღნიშნა თეთრი სახლის ლიდერმა. 

როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, პრეზიდენტ ტრამპის ეს განცხადება მოჰყვა გასულ უქმეებზე გამართულ სამლოცველო ღონისძიებას, რომელიც ქვეყნის 250 წლის იუბილეს აღნიშვნის ფარგლებში ჩატარდა და რომელშიც ტრამპის ადმინისტრაციის წევრები და „რესპუბლიკელი“ კანონმდებლები მონაწილეობდნენ.

ტრამპმა ამ დღეს „ლამაზი დღე“ უწოდა. 

„შეხედეთ დღევანდელ ეკლესიებს, ისინი სავსეა. ორი-სამი წლის წინ, არავინ დადიოდა. ამიტომ, ძალიან ბედნიერები ვართ“, - დასძინა ტრამპმა.