Loading data...
ტრამპი იტალიის პრემიერზე: მისი საქციელით შოკირებული ვარ, მეგონა, მას სიმამაცე ჰქონდა, მაგრამ შევცდი

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯო მელონი და განაცხადა, რომ მასთან უთანხმოება აქვს ენერგეტიკულ პოლიტიკასთან, ნატოსთან და საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ მან Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა.

Corriere della Sera-სთან სამშაბათს გამართულ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ „შოკირებულია“ პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის ქმედებით.

მისი თქმით, მას შეცდომით ეგონა, რომ მელონის ჰქონდა საჭირო სიმამაცე ირანთან ომში აშშ-ის დასახმარებლად.

„ჯორჯია მელონის არ სურს ომში ჩვენი დახმარება, მისი საქციელით შოკირებული ვარ“, - ხაზგასმით აღნიშნა ტრამპმა.

„მოსწონს ხალხს ის ფაქტი, რომ თქვენი პრეზიდენტი არაფერს აკეთებს ნავთობის მოსაპოვებლად?“ - იკითხა ტრამპმა.

„თავად მას თუ მოსწონს ეს? ვერც კი წარმოვიდგენ. მისით გაოგნებული ვარ. მეგონა, მას სიმამაცე ჰქონდა, მაგრამ შევცდი“, - განაცხადა ტრამპმა. 

ტრამპმა, ასევე, აღნიშნა, რომ მელონისთან „დიდი ხანია“ არ უსაუბრია.

„იმის გამო, რომ მას არ სურს ნატოს ფარგლებში ჩვენი დახმარება, მას არ სურს დაგვეხმაროს ბირთვული იარაღისგან [ირანის] გათავისუფლებაში. ის სულ სხვანაირი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა“, - დასძინა ამერიკის პრეზიდენტმა.