Loading data...
ტრამპი იტალიის პრემიერზე: ირანის წინააღმდეგ აშშ-ს მხარი არ დაუჭირა, ახლა კი, როცა შტატებმა ირანი დაამარცხა, მას კვლავ სურს მეგობრობა საკუთარი რეიტინგების გასაუმჯობესებლად, არა, გმადლობთ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. 

ტრამპის თქმით, მელონი იტალიაში პოპულარობის თვალსაზრისით ცუდ მდგომარეობაშია.

„მელონი იტალიაში პოპულარობის თვალსაზრისით ცუდ მდგომარეობაშია, შესაძლოა იმიტომ, რომ მხარი არ დაუჭირა ამერიკის შეერთებულ შტატებს – ქვეყანას, რომელსაც ძალიან უყვარს და იცავს იტალიას – მაგალითად, მაშინ, როდესაც საქმე ირანისთვის ბირთვული იარაღის მოპოვების ან განვითარების აღკვეთას ეხებოდა (თუმცა ამ მხრივ ნატომაც იგივე გააკეთა!).

მან იტალიის ასაფრენ-დასაფრენი ზოლების გამოყენების უფლებაც კი არ მოგვცა, რაც ლოგისტიკური თვალსაზრისით სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენდა. ეს მაშინ, როდესაც აშშ ყოველწლიურად ასობით მილიარდ დოლარს ხარჯავს იტალიისა და სხვა ე.წ. ნატოს მოკავშირეების დასაცავად.

ახლა კი, მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ირანი სამხედრო თვალსაზრისით დაამარცხა, მას კვლავ სურს მეგობრობა საკუთარი რეიტინგების გასაუმჯობესებლად. არა, გმადლობთ!“ – წერს ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.