1739631950
უცხოეთი
ტრამპი: ისრაელმა უნდა გადაწყვიტოს, რას მოიმოქმედებს დღევანდელ ვადასთან დაკავშირებით, რათა ყველა მძევალი გაათავისუფლოს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ისრაელმა უნდა გადაწყვიტოს, „რას მოიმოქმედებს დღეს, 12:00 საათზე, ყველა მძევლის გათავისუფლებისთვის დაწესებულ ვადასთან დაკავშირებით“.
როგორც ტრამპი აღნიშნავს, აშშ ისრაელს მხარს დაუჭერს.
„ჰამასმა“ ახლახან გაათავისუფლა სამი მძევალი ღაზადან, მათ შორის ამერიკის მოქალაქე. როგორც ჩანს, ისინი კარგ ფორმაში არიან! ეს განსხვავდება გასულ კვირას მათ მიერ გაკეთებული განცხადებისგან, როდესაც თქვეს, რომ არ გაათავისუფლებდნენ მძევლებს. ისრაელმა ახლა უნდა გადაწყვიტოს, რას მოიმოქმედებს დღეს, 12:00 საათზე, ყველა მძევლის გათავისუფლებისთვის დაწესებულ ვადასთან დაკავშირებით. შეერთებული შტატები მხარს დაუჭერს მათ გადაწყვეტილებას!“, - წერს ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე.