Loading data...
ტრამპი: ისრაელი დაკარგავს აშშ-ის „მთელ მხარდაჭერას“, თუ ის დასავლეთ სანაპიროს ანექსიას მოახდენს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელი დაკარგავს შეერთებული შტატების „ყველანაირ მხარდაჭერას“, თუ ის დასავლეთ სანაპიროს ანექსიას შეეცდება.

15 ოქტომბერს ჟურნალ „ტაიმთან“ ინტერვიუში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების კონტექსტში ტრამპს კითხვა დაუსვეს ისრაელის კოალიციის იმ წევრების შესახებ, რომლებიც დასავლეთ სანაპიროს მთლიანად, ან ნაწილობრივ ანექსიას უჭერენ მხარს. 

„ეს არ მოხდება. ეს არ მოხდება. ეს არ მოხდება, რადგან მე არაბულ ქვეყნებს სიტყვა მივეცი. და ახლა ამის გაკეთება არ შეგიძლიათ. ჩვენ გვქონდა არაბული ქვეყნების დიდი მხარდაჭერა. ეს არ მოხდება, რადგან მე არაბულ ქვეყნებს სიტყვა მივეცი. ეს არ მოხდება. ისრაელი დაკარგავს შეერთებული შტატების მთელ მხარდაჭერას, თუ ეს მოხდება“, - განაცხადა ტრამპმა.