Loading data...
ტრამპი: ირანზე თავდასხმა არავინ გადამაფიქრებინა, მე თვითონ გადავწყვიტე

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ არაბულმა ქვეყნებმა დაარწმუნეს იგი, უარი ეთქვა ირანში სამხედრო ჩარევაზე.

უცხოური მედიის ცნობით, საუდის არაბეთის, კატარისა და ომანის ხელისუფლებამ ტრამპი დაარწმუნა, რომ ირანზე თავდასხმა გადაეფიქრებინა. 

როდესაც ჟურნალისტებმა ტრამპს ამის შესახებ ჰკითხეს, მან უპასუხა: „არავინ დამარწმუნა. მე თვითონ დავრწმუნდი ამაში“.

ინფორმაციისთვის, ირანში გამართული ანტისამთავრობო აქციების ფონზე, ტრამპმა ირანელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა და განაცხადა, რომ „დახმარება გზაშია“. აქციებს ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტრამპი თეირანს სამხედრო ჩარევით დაემუქრა, თუკი მომიტინგეების მკვლელობას გააგრძელებდა. ირანმა მოქალაქეთა სიკვდილით დასჯის გეგმები გააუქმა, რის შემდეგაც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანის ხელმძღვანელობის ამ გადაწყვეტილებას აფასებს.