1774038921
უცხოეთი
ტრამპი ირანთან ომზე: ვფიქრობ, ჩვენ გავიმარჯვეთ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, აშშ-მა ირანთან ომი „მოიგო“.
„ვფიქრობ, ჩვენ გავიმარჯვეთ. ჩვენ გავანადგურეთ მათი საზღვაო ფლოტი, მათი საჰაერო ძალები, გავანადგურეთ მათი საზენიტო სისტემები, ჩვენ ყველაფერი გავანადგურეთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა თეთრი სახლის დატოვებისას.
„ჩვენ თავისუფლად ვმოძრაობთ“, - დასძინა მან და აღიარა, რომ ირანი აგრძელებს ჰორმუზის სრუტის „ჩაკეტვას“, „მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით, ისინი დამთავრებულები არიან“.