1772775340
უცხოეთი
ტრამპი ირანში სახმელეთო შეჭრაზე: ეს დროის ფუჭად კარგვაა - მათ დაკარგეს ყველაფერი, რისი დაკარგვაც შეეძლოთ
ირანში სახმელეთო შეჭრა, დროის ფუჭად კარგვა იქნება, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადებას, რომ მისი ქვეყანა მზადაა აშშ-ისრაელის ძალების სახმელეთო შეჭრისთვის.
ამერიკის ლიდერმა, სახმელეთო შეჭრის საჭიროება გამორიცხა.
„ეს დროის ფუჭად კარგვაა. მათ დაკარგეს საზღვაო ფლოტი. მათ ყველაფერი დაკარგეს, რისი დაკარგვაც შეეძლოთ. ჩვენ გვინდა, ყველაფერი გავასუფთაოთ. არ გვინდა, ვინმე, ვინც ათ წელიწადში აღადგენს ქვეყანას, უფრო მეტად დაზარალდეს“, - აღნიშნა ტრამპმა.