Loading data...
ტრამპი - ირანში ამერიკული თვითმფრინავის ჩამოგდება მოლაპარაკებებზე გავლენას არ მოახდენს, ჩვენ ომში ვართ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Nbcnews-თან ირანში ამერიკული გამანადგურებლის ჩამოგდებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ირანში ამერიკული თვითმფრინავის ჩამოგდება მოლაპარაკებებზე გავლენას არ მოახდენს“.

მოკლე სატელეფონო ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა უარი თქვა ირანში ამერიკული თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ მიმდინარე სამძებრო-სამაშველო სამუშაოების სპეციფიკაზე საუბარზე, თუმცა გამოთქვა იმედგაცრუება იმის გამო, რომ მედიამ გააშუქა აშკარად ინტენსიური და მგრძნობიარე სამხედრო ოპერაცია.

კითხვაზე, იმოქმედებს თუ არა დღევანდელი მოვლენები ირანთან  მოლაპარაკებებზე, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ არა.

„არა, საერთოდ არა. არა, ეს ომია. ჩვენ ომში ვართ“, – განაცხადა ტრამპმა.

ირანის თავზე ამერიკული F-15 ტიპის გამანადგურებლის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად Nbcnews-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა.