Loading data...
ტრამპი ირანს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმა განახორციელა, რითაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია. ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. 

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ირანმა ჰორმუზის სრუტეში მყოფი გემების წინააღმდეგ, სულ მცირე, ოთხი დრონი გაუშვა. შეერთებულმა შტატებმა კი სამი დრონი ჩამოაგდო და ერთი მათგანი ერთ-ერთი გემის ზედა გემბანს მოხვდა.

„ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ ჰორმუზის სრუტეში მიმავალი გემების მიმართულებით, სულ მცირე, ოთხი დრონი გაუშვა. ერთ-ერთი დრონი ზუსტად მოხვდა ძალიან ძვირადღირებული სატვირთო გემის ზედა გემბანს. მიყენებული იყო ზიანი, თუმცა გემმა გზის გაგრძელება შეძლო. ჩვენ ჩამოვაგდეთ დანარჩენი სამი დრონი“, - აღნიშნა ტრამპმა.

თეთრი სახლის ლიდერმა მომხდარს „უგუნური“ ქმედება უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ ეს არის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არსებული შეთანხმების დარღვევა.