Loading data...
ტრამპი: ირანს კოზირები არ აქვს, დღეს ისინი ცოცხლები მხოლოდ მოლაპარაკებისთვის არიან

ირანელები ვერ იაზრებენ, რომ კარტები არ აქვთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელში წერს.

„როგორც ჩანს, ირანელები ვერ იაზრებენ, რომ საერთაშორისო საზღვაო გზების გამოყენებით მსოფლიოს მოკლევადიანი გამოძალვის გარდა კარტები არ აქვთ. დღეს ისინი ცოცხლები მხოლოდ მოლაპარაკებისთვის არიან“, - წერს ტრამპი.