Loading data...
ტრამპი - ირანს ძალიან სურს შეთანხმების დადება, მაგრამ ამის თქმის ეშინია

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანს ძალიან სურს შეთანხმების დადება, მაგრამ ეშინიათ ამის თქმის, რადგან შიშობენ, რომ მოკლავენ.

„ისინი, სხვათა შორის, მოლაპარაკებებს აწარმოებენ და სურთ შეთანხმების დადება, მაგრამ ეშინიათ ამის თქმის, რადგან ფიქრობენ, რომ მათ საკუთარი ხალხი მოკლავს. ასევე ეშინიათ, რომ ჩვენ მოკლავთ“, - აცხადებს დონალდ ტრამპი

ტრამპის განცხადებამდე კი, თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ირანთან მოლაპარაკებები ჩიხში არ შესულა, მას შემდეგაც კი, რაც თეირანმა ომის დასრულების 15-პუნქტიანი გეგმა დაუყოვნებლივ არ მიიღო.