1775844235
უცხოეთი
ტრამპი ირანს აფრთხილებს, რომ თუ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, აშშ-ის თავდასხმა გაძლიერდება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანი გააფრთხილა, რომ თუ სამშვიდობო შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, შეერთებული შტატები სამხედრო მოქმედებებს კიდევ უფრო ინტენსიურად განაახლებს.
„ჩვენ გემებს ვავსებთ ოდესმე წარმოებული საუკეთესო იარაღით, თუნდაც უფრო მაღალი დონით, ვიდრე სრული განადგურებისთვის ვიყენებთ. შეთანხმება თუ არ გვექნება, ჩვენ მათ გამოვიყენებთ, ძალიან ეფექტურად გამოვიყენებთ“, - აღნიშნა ტრამპმა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, მომდევნო 24 საათში გაირკვევა, წარმატებული იქნება თუ არა მოლაპარაკებები.
„ამას დაახლოებით 24 საათში გავიგებთ“, - დასძინა „ნიუ იორკ პოსტთან“ სატელეფონო ინტერვიუში ტრამპმა.