Loading data...
ტრამპი: ირანის წინააღმდეგ დაწყებული ოპერაცია ჩვენი „ბოლო საუკეთესო შანსი“ იყო საფრთხის „აღმოსაფხვრელად“

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული ერთობლივი ოპერაცია თეირანის რეჟიმის მიერ წარმოქმნილ საფრთხეებთან საბრძოლველად „საუკეთესო შანსი“ იყო.

„ეს იყო ჩვენი ბოლო საუკეთესო შანსი დარტყმისთვის — რასაც ახლა ვაკეთებთ — და ამ ავადმყოფი და ბოროტი რეჟიმის მიერ შექმნილი აუტანელი საფრთხეების აღმოსაფხვრელად. და ისინი მართლაც ავადმყოფები და ბოროტები არიან“, - განაცხადა ტრამპმა თეთრი სახლში სიტყვით გამოსვლისას.