Loading data...
ტრამპი: ირანის სამხედრო ლიდერების უმეტესობა, რომლებიც ქვეყანას ცუდად და არაგონივრულად მართავდნენ, თეირანზე განხორციელებული მასშტაბური დარტყმის შედეგად განადგურდნენ

აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის დედაქალაქ თეირანზე მასშტაბური დარტყმების შესახებ განაცხადა. მან შესაბამისი განცხადება და დარტყმების ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელ Truth Social-ის გვერდზე გამოაქვეყნა.

ამერიკელი ლიდერის თქმით, დარტყმების შედეგად ირანის სამხედრო ლიდერები დაიღუპნენ.

„ირანის სამხედრო ლიდერების უმეტესობა, რომლებიც ქვეყანას ცუდად და არაგონივრულად მართავდნენ, თეირანზე განხორციელებული ამ მასშტაბური დარტყმის შედეგად სხვა მრავალთან ერთად განადგურდნენ“, - დაწერა ტრამპმა.