ტრამპი: ირანის მთების სიღრმიდან გადავარჩინეთ მძიმედ დაჭრილი და მართლაც მამაცი F-15-ის ოფიცერი, ღმერთმა დალოცოს ჩვენი დიდებული სამხედროები
ჩვენ ირანის მთების სიღრმიდან გადავარჩინეთ მძიმედ დაჭრილი და მართლაც მამაცი F-15-ის ეკიპაჟის წევრი/ოფიცერი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ში წერს.
„ირანელი სამხედროები მას ინტენსიურად ეძებდნენ – დიდი ძალებით და უკვე ახლოსაც იყვნენ. ის უაღრესად პატივცემული პოლკოვნიკია. ამ ტიპის ოპერაცია იშვიათად ხდება „ადამიანებისთვის და აღჭურვილობისთვის“ საფრთხის გამო. ეს პრაქტიკულად არ ხდება! მეორე რეიდი პირველის შემდეგ მოხდა, როდესაც პილოტი დღისით გადავარჩინეთ, რაც ასევე უჩვეულო იყო, შვიდი საათი ირანის თავზე გავატარეთ. ეს გამბედაობისა და ნიჭის საოცარი დემონსტრირებაა! ორშაბათს, 13:00 საათზე, სამხედროებთან ერთად ოვალურ კაბინეტში პრესკონფერენციას გავმართავ. ღმერთმა დალოცოს ჩვენი დიდებული სამხედროები!”,- წერს აშშ-ის პრეზიდენტი.