Loading data...
ტრამპი: ირანის ლიდერები მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვას თუ განაგრძობენ, აშშ მათ ძლიერად დაარტყამს

ირანის ლიდერები მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვას თუ განაგრძობენ, აშშ მათ ძლიერად დაარტყამს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა.

„ისინი ხალხს თუ დახოცავენ, მათ ძალიან ძლიერად დავარტყამ“, - აღნიშნა ტრამპმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა სახის ძალის გამოყენებას გულისხმობს.

ამასთან, აშშ-ს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანი ბირთვული პროგრამის აღდგენაზე მუშაობას თუ განაახლებს, თეირანს გაანადგურებს.

„ამას თუ გააკეთებენ, მას გავანადგურებ“, – დასძინა ამერიკის ლიდერმა.

როგორც დონალდ ტრამპის აღნიშნავს, წარსულში უკვე გაუმკლავდა ირანელ გენერალს, ყასემ სოლეიმანსა და „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერს, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის.

„შესანიშნავად გავუმკლავდი სოლეიმანს, გავუმკლავდი ალ-ბაღდადის და დარტყმა მივაყენე ირანის ბირთვულ ობიექტებს. რომელია უფრო მნიშვნელოვანი, ალ-ბაღდადი, სოლეიმანი თუ ირანის ბირთვულზე თავდასხმა?“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.