Loading data...
ტრამპი - ირანის ხელმძღვანელობა წარმოუდგენლად ორპირია

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „ირანის ხელმძღვანელობა წარმოუდგენლად ორპირია. ამის შესახებ თეთრი სახლი ლიდერი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე წერს. 

ტრამპის განცხადებით, ირანამდე ვერაფერი მივა, თუ შეთანხმების ან სრული კაპიტულაციის მიღწევა არ მოხდება.

„ირანის ხელმძღვანელობა წარმოუდგენლად ორპირია! ისინი შეხვედრას ითხოვენ, ზოგიერთი იტყვის, „იხვეწებიან“ კიდეც. 

მოლაპარაკებები იწყება, უახლოეს მომავალში კი ახალი შეხვედრებიც არის დაგეგმილი, მაგრამ ამავე დროს ისინი ღიად და ამაყად აცხადებენ, რომ არავითარ მოლაპარაკებას არ აწარმოებენ, არაფერი განიხილება და მხოლოდ „ომანთან“ აქვთ საქმე.

შემდეგ კი თავიანთ ჩვეულ ლაყბობას აგრძელებენ და ამბობენ, რომ ჰორმუზის სრუტე მათ მიერ ძლიერად მართული იქნება, მაშინ როდესაც მას უკვე სრულად აკონტროლებს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები და ჩვენი „ბლოკადა“ ან როგორც ზოგიერთები ამბობენ, „ამერიკის შეერთებული შტატების ფოლადის კედელი.

ირანამდე ვერაფერი მივა, თუ შეთანხმების ან სრული კაპიტულაციის მიღწევა არ მოხდება. სურს თუ არა ირანს ამის აღიარება, ჩვენ რეალურად ვსაუბრობთ იმ პრობლემის მოგვარებაზე, რომელსაც ისინი ათწლეულების განმავლობაში ქმნიან. ეს ძალიან მარტივია, ირანს ბირთვული იარაღი არასდროს ექნება“, - აცხადებს დონალდ ტრამპი.