Loading data...
ტრამპი: ირანის ხელმძღვანელობა ორჯერ გავანადგურეთ, ახლა ახალი ჯგუფი მოდის, ვნახოთ, რა დაემართებათ, მათთვის ეს ომია, ჩვენთვის კი უფრო მარტივი „ექსკურსია“ აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა

ირანის ხელმძღვანელობა ორჯერ გავანადგურეთ, ახლა ახალი ჯგუფი მოდის, ვნახოთ, რა დაემართება მათ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

მისი თქმით, ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციები დაგეგმილ გრაფიკზე სწრაფად მიმდინარეობს და ეს „რამდენიმე კვირის ექსკურსიაა“.

„ეს არის ექსკურსია, რომელიც ომისგან დაგვიცავს. მათთვის ეს ომია, ჩვენთვის კი უფრო მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა“, – აღნიშნა ტრამპმა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის განმარტებით, ირანის სამხედრო და საზღვაო შესაძლებლობები პრაქტიკულად განადგურებულია.

რაც შეეხება ნავთობის ფასების მატებას, როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, ეს „საომარი ვითარების შედეგია“, თუმცა აღნიშნა, რომ ფინანსური ბაზრები მალე „ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდება“.