1772431543
უცხოეთი
ტრამპი ირანის IRGC-ს, სამხედროებსა და პოლიციას იარაღის დაყრისკენ მოუწოდებს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა, სამხედროებმა და პოლიციამ იარაღი უნდა დაყარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილის წინაშე დადგებიან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
მან, ასევე, განაცხადა, რომ ვაშინგტონი ოპერაციას ყველა მიზნის მიღწევამდე გააგრძელებს.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს, ირანის სამხედროებსა და პოლიციას, დაყარეთ იარაღი და მიიღეთ სრული იმუნიტეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში გარდაუვალი სიკვდილი გელით. ეს ნამდვილად გარდაუვალი იქნება“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.