Loading data...
ტრამპი: ირანი ვერ ახერხებს თავის მოწესრიგებას, მათ არ იციან, როგორ მოაწერონ ხელი არაბირთვულ შეთანხმებას, სჯობს, მალე მოიქცნენ ჭკვიანურად!

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დასცინის ირანის უახლეს წინადადებას ომის დასრულების შესახებ და აცხადებს რომ „უმჯობესია, ირანი მალე გონივრულად მოიქცეს“.

„ირანი ვერ ახერხებს თავის მოწესრიგებას. მათ არ იციან, როგორ მოაწერონ ხელი არაბირთვულ შეთანხმებას. სჯობს, მალე მოიქცნენ ჭკვიანურად!“, - წერს ტრამპი Truth Social-ში და პოსტს ურთავს ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ფოტოს, სადაც აფეთქებების ფონზე მას ხელში ცეცხლსასროლი იარაღი უჭირავს. ფოტოს აქვს წარწერა: „ბატონი კეთილი ბიჭი აღარ არის“.