Loading data...
ტრამპი: ირანი თუ არ დადებს გარიგებას, დაბომბვა იქნება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი უპრეცედენტო დაბომბვის წინაშე აღმოჩნდება, თუ ის  ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეთანხმებაზე უარს იტყვის. ამის შესახებ ტრამპმა NBC News-თან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

„ისინი თუ არ დადებენ გარიგებას, იქნება დაბომბვა. ეს იქნება ისეთი დაბომბვა, როგორიც მათ აქამდე არასდროს უნახავთ,“ - აცხადებს ტრამპი. 

ამასთან, ტრამპმა თქვა, რომ ამერიკელი და ირანელი ოფიციალური პირები მოლაპარაკებას აწარმოებენ ამ საკითხზე.