1777105319
უცხოეთი
ტრამპი: ირანი წინადადებას ამზადებს და ვნახოთ, რა იქნება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების შესახებ მორიგი განცხადება გააკეთა.
ტრამპმა საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ ირანი „წინადადებას ამზადებს და ვნახოთ, რა იქნება“.
სატელეფონო საუბრისას ტრამპს არ დაუკონკრეტებია, ირანის რომელ ოფიციალურ პირებთან აწარმოებდა აშშ მოლაპარაკებებს, თუმცა აღნიშნა, რომ მისი გუნდი მოლაპარაკებებს მართავს „იმ ადამიანებთან, რომლებიც ახლა არიან სათავეში“.
აშშ-ის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ირანს სურს საუბარი და შესაძლო შეთანხმების გზების ძიება.