Loading data...
ტრამპი: ირანი სრულიად დამარცხებულია და შეთანხმების დადება სურს - თუმცა არა ისეთი შეთანხმების, რომელსაც მე მივიღებდი!

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი აშშ-ისრაელის სამხედრო კამპანიაში „სრულიად დამარცხდა“, მიუხედავად იმისა, რომ თეირანი რეგიონში, მათ შორის ისრაელში, სამიზნეებზე დარტყმებს აგრძელებს.

„ყალბი ახალი ამბების მედიას სძულს იმის გაშუქება, თუ რამდენად კარგად გაართვეს თავი აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ მოქმედებებს, რომელიც სრულიად დამარცხებულია და შეთანხმების დადება სურს - თუმცა არა ისეთი შეთანხმების, რომელსაც მე მივიღებდი!“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე. 

მან ასევე განაცხადა, რომ „ირანს მთელი ახლო აღმოსავლეთის დაპყრობისა და ისრაელის სრულად განადგურების გეგმები ჰქონდა“.

„ისევე, როგორც თავად ირანის შემთხვევაში, ეს გეგმებიც ახლა მკვდარია!“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.