1768323725
უცხოეთი
ტრამპი: ირანელო პატრიოტებო, განაგრძეთ პროტესტი - აიღეთ თქვენი ინსტიტუტები, შეინახეთ მკვლელებისა და მოძალადეების სახელები, ისინი დიდ ფასს გადაიხდიან, დახმარება გზაშია
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანელ მომიტინგეებს მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ „დახმარება გზაშია“. ამის შესახებ ამერიკელმა ლიდერმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა.
„ირანელო პატრიოტებო, განაგრძეთ პროტესტი - აიღეთ თქვენი ინსტიტუტები!!! შეინახეთ მკვლელებისა და მოძალადეების სახელები. ისინი დიდ ფასს გადაიხდიან. მე გავაუქმე ყველა შეხვედრა ირანელ ოფიციალურ პირებთან, ვიდრე მომიტინგეების უაზრო მკვლელობები არ შეწყდება. დახმარება გზაშია“, - დაწერა ტრამპმა.