1768487723
უცხოეთი
ტრამპი: ირანელ დემონსტრანტს სიკვდილით აღარ დასჯიან, ეს კარგი ამბავია
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის სასამართლოს განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც საპროტესტო აქციებზე დაკავებულ 26 წლის დემონსტრანტს, ერფან სოლტანის სიკვდილით აღარ დასჯის.
„ფოქს ნიუსი: „პრეზიდენტ ტრამპის გაფრთხილებების შემდეგ ირანელ დემონსტრანტს სიკვდილით აღარ დასჯიან. ასევე, სხვებსაც“. ეს კარგი ამბავია. იმედია ეს გაგრძელდება“, – წერს ტრამპი Truth Social-ზე.