Loading data...
ტრამპი ინდოეთს რუსეთთან ვაჭრობის გამო ახალი ტარიფებით ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინდოეთს რუსული ნავთობის შესყიდვების გამო ახალი ტარიფებით დაემუქრა.

„პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი ძალიან კარგი ადამიანია. მან იცოდა, რომ უკმაყოფილო ვიყავი. მაგრამ ისინი (ინდოეთი და რუსეთი) ვაჭრობენ და ჩვენ შეგვიძლია ძალიან სწრაფად გავზარდოთ ტარიფები მათ საქონელზე“, - აღნიშნა ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ ინდოელი და ამერიკელი ეკონომისტები და დიპლომატები ამჟამად ორ ქვეყანას შორის ახალ მასშტაბურ სავაჭრო შეთანხმებაზე მუშაობენ.