1767592470
უცხოეთი
ტრამპი იმედოვნებს, რომ უკრაინაში ომის დასრულებას შეძლებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება „გარკვეულ მომენტში“ იქნება მიღწეული.
ის, ასევე, იმედოვნებს, რომ ეს „უახლოეს მომავალში“ მოხდება.
ტრამპმა რეპორტიორებს, ასევე, შეახსენა უკრაინის ომში სამხედრო დანაკარგები.
„არ ვიცი, ნახეთ თუ არა ახლახან გამოქვეყნებული ციფრები. ამ თვეში 30 000 ჯარისკაცი დაიღუპა. ერთი თვით ადრე კი არსებობდა სადაზვერვო ინფორმაცია 30 000-ის შესახებ“, - აღნიშნა ამერიკელმა ლიდერმა.
ამავდროულად, ტრამპმა თავი აარიდა პირდაპირ პასუხს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შესახებ კითხვებზე, რომლებიც, სავარაუდოდ, სენატორ ლინდსი გრეჰემთან განიხილა.